
10-16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
10-16 მარტის კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა ქალწულში (13:54-ზე) და დაბნელებების დერეფნის გახსნა, რომელიც 29 მარტს დაიხურება ვერძში ახალმთვარეობით და მზის დაბნელებით (14:57-ზე). გასათვალისწინებელია ისიც, რომ მერკური რეტროგრადული ხდება 15 მარტს, ხოლო ვენერა უკვე რეტროგრადულია.
ვერძი
წინა პლანზე დგება ჯანმრთელობის, ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ცხოვრების ორგანიზების საკითხები. კარგი დროა საქმეების მოწესრიგებისთვის, სამუშაო პროცესების გადახედვისა და კოლეგებთან და პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის. თუმცა, 14 მარტიდან მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან დაბნელების პერიოდში ცხოვრების ყველა სფერო მეტ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს. ამ პერიოდში შესაძლებელია კომუნიკაციების შეფერხება, გაუგებრობები და ტექნიკური ხარვეზები. მაგრამ მთლიანობაში, ენერგეტიკული ფონი თქვენთვის ხელსაყრელია.
კურო
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი იზრდება. შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები და პროტესტი შეზღუდვების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ბალანსი ინოვაციასა და პასუხისმგებლობას შორის და რაც მთავარია, იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვირა ხელსაყრელია ადრე დაწყებული პროექტების დასასრულებლად, გეგმების გადახედვისა და წარსული ქმედებების გასაანალიზებლად. თუმცა, რეკომენებულია ფრთხილად იყოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისა და მოგზაურობის დაგეგმვისას.
ტყუპი
ეს არის გაძლიერებული ემოციების, შემოქმედებითი ენერგიისა და თვითგამოხატვის კვირა. კარგი დროა ადრე დაწყებული ამოცანების შესასრულებლად და ძველი გეგმების გადახედვისთვის. კვირის მეორე ნახევარში დაბნელება და რეტროგრადული მერკური (თქვენი მმართველი) ხაზს გაუსვამს პირად მიღწევებს, რომანტიკულ ურთიერთობებს და თვითშეფასებას. გარშემო მყოფები შესაძლოა მიკერძოებულნი იყვნენ თქვენ მიმართ, რაც გაიძულებთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ნამდვილ სურვილებსა და საჭიროებებს.
კირჩხიბი
მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე არასტაბილურ სიტუაციებში. უახლოეს დღეებში მოქნილობა და ადაპტირება წარმატების გასაღებია. გამოიყენეთ კვირის ენერგიები, რათა მოწესრიგდეთ თქვენს საქმეებსა და მიმდებარე სივრცეში. ქალწულში მთვარის დაბნელებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. გადახედეთ თქვენს ჩვევებს და ნუ გადაიტვირთავთ თავს. რეტროგრადული მერკურის დროს შეიძლება იყოს გარკვეული შეფერხებები კომუნიკაციაში, ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად და შეამოწმეთ დოკუმენტები.
ლომი
კვირა დეტალებზე ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით სამუშაო საკითხებში. პარტნიორებთან საუბარში შესაძლებელია გაუგებრობები, განსაკუთრებით საერთო რესურსების საკითხებთან დაკავშირებით. მთვარის დაბნელება ხაზს უსვამს შემოქმედების, რომანტიკისა და ბავშვების თემებს. მოგიწევთ გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ჰობის ან ინტერესების მიმართ.
ქალწული
მთვარის დაბნელებამ თქვენს ნიშანში შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თქვენს სახლში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. შესაძლებელია ოჯახის ქონების ხელახალი რეგისტრაცია. წინა პლანზე გამოვა ოჯახური საკითხები. წარსული წყენა ქმნის გარკვეულ ბლოკებს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს, თუ ერთმანეთის მიმართ გამოავლენთ ურთიერთპატივისცემას და გაგებას. რეტროგრადული მერკური იმოქმედებს თქვენს გეგმებზე – შესაძლებელია მოგზაურობის დაგვიანება. საჭირო იქნება ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადახედვა. მოემზადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სასწორი
იქნება ბევრი კომუნიკაცია, მაგრამ ყოველთვის პროდუქტიული არა. მთვარის დაბნელებამ შეიძლება ბოლო მოუღოს ძველ მოლაპარაკებებს ან გაიძულოთ შეცვალოთ კომუნიკაციის სტილი. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და კონტრაქტებთან მუშაობისას. ფინანსური სფერო ყურადღებას საჭიროებს. გარემოებები შეგიცვლით შემოსავალს ან გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს. მერკური რეტროგრადული ხდება და მოერიდეთ სპონტანურ შესყიდვებს და ფრთხილად იყავით ფულის დაბანდებასთან. ეს პერიოდი იძლევა შესაძლებლობას ჩაუღრმავდეთ კრეატიულ პროექტებს და დაამყაროთ მნიშვნელოვანი კონტაქტები ბიზნეს სფეროში.
მორიელი
გამოიყენეთ თქვენი ენერგია შემოქმედებითი იდეებისა და პროექტების რეალიზებისთვის. შესაძლოა საიდუმლოებები გამჟღავნდეს და ძველ გადაუჭრელ საკითხებს ყურადღება დასჭირდეს. კარგი დროა დასვენებისა და ცნობიერების გაღრმავებისთვის. ფოკუსირება მოახდინეთ მეგობრობასა და გუნდურ მუშაობაზე. იდეების დინამიკური გაცვლის პერიოდია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა თქვენი კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის. სიყვარულის სფეროში სიახლე გელით, მეტი რომანტიკა და გართობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
პროფესიულ საქმიანობაში სტაბილური პროგრესია მოსალოდნელი. კარიერული საკითხები წინა პლანზე მოდის. მთვარის დაბნელებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი როლი ჯგუფში ან ახალი ნაცნობები გაგიჩინოთ. რეტროგრადულ მერკურის დაბნეულობა მოაქვს გეგმებში, საბუთებში, ამიტომ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას; დოკუმენტების გაფორმებას. ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ფაქტების შემოწმება და დეტალების გარკვევა. კვირის მეორე ნახევარში აქცენტი გადაიტანეთ ოჯახური ღირებულებების გაუმჯობესებაზე.
თხის რქა
შრომისმოყვარეობისა და მიზნების მიღწევის დრო გელოდებათ. მოსაწესრიგებელია ფინანსური და ემოციური საკითხები. თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება, თუ გამოიჩენთ დაჟინებას და დისციპლინას. სწავლის, თავგადასავლების, მოგზაურობისა და ჰორიზონტების გაფართოების დროა. მთვარის დაბნელება გაიძულებთ გადახედოთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე ან გიბიძგებთ ახალი ცოდნისკენ. ფრთხილად იყავით ხანგრძლივი მოგზაურობისას – რეტროგრადული მერკურის გამო შესაძლოა კორექტირება დაგჭირდეთ.
მერწყული
კვირის პირველ ნახევარში სავსე იქნებით ახალი იდეებითა და თვითგამოხატვის შესაძლებლობებით. იყავით ღია გრძელვადიანი პროექტების განახლებისა და ყოფილ კოლეგებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. მთვარის დაბნელებამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი შემოსავლის წყარო ან გაიძულებთ გადაიხადოთ ვალები. ან შეიძლება გავლენა იქონიოს სამუშაოზე და სტატუსზე – შესაძლებელია ცვლილებები პროფესიულ სფეროში. მერკური რეტროგრადული ხდება და მოერიდეთ აჩქარებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და ფრთხილად იყავით, არ დააზარალოთ თქვენი რეპუტაცია.
თევზები
კვირა იწყება ენერგიის მძლავრი ტალღით, მოულოდნელი პროფესიული შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს შუა კვირაში. მთვარის დაბნელება მოითხოვს პარტნიორობის საკითხებში გარკვევას – იქნება ეს სიყვარული თუ ბიზნესი. მერკური რეტროგრადული ხდება და ფრთხილად იყავით, შესაძლებელია სხვა ადამიანებისგან პროვოკაციები და გაუგებრობები; თქვენი პირადი ცხოვრება იქნება აღსავსე ვნებითა და რომანტიკული შეხვედრებით, თუმცა, უნდა იპოვოთ ბალანსი კარიერასა და პირად ინტერესებს შორის.