
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მნიშვნელოვანია სიტყვების კონტროლი: უხეშმა შენიშვნამ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს თქვენს ახლობელს და თქვენ მოგიწევთ მისი გამოსწორება დიდი ხნის განმავლობაში და გულმოდგინედ.
კურო
დღეს თქვენი წარმატების გასაღები კარგი განწყობაა, რომელიც უნდა შეინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში. ამგვარად ბევრი საოჯახო საქმეების შესრულებას შეძლებთ, რის შემდეგაც სრული უფლება გექნებათ, რომ დაისვენოთ.
ტყუპი
ფულს მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეპყროთ – არ დახარჯოთ იმ ნივთების შესაძენად, რის გარეშეც იოლად შეგიძლიათ ცხოვრება და ყურადღებით დაითვალეთ მაღაზიებში მიღებული ხურდა.
კირჩხიბი
აუცილებელია ცოტა ხნით დათმოთ შენთვის დამახასიათებელი სირბილე – დღეს მაინც – და კუთვნილი ადგილი მიუჩინოთ მათ, ვინც თქვენს შეურაცხყოფას ცდილობს, თორემ მათ წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეძლებთ.
ლომი
დღეს უნდა უარი თქვათ სხვა ადამიანების კონფლიქტში მსაჯად ყოფნაზე. დიდია ალბათობა იმისა, რომ მხარეები მშვიდობას დაამყარებენ და თქვენ დამნაშავედ გამოცხადდებით მათ ჩხუბში.
ქალწული
დღეს სიფრთხილით უნდა ივარჯიშოთ – ნებისმიერმა უეცარმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს დაჭიმვა ან მოტეხილობა, ასევე უნდა მოერიდოთ მძიმე საგნების აწევას.
სასწორი
ნეგატიური ემოციები, რაც შეიძლება დღეს განიცადოთ, დამღუპველი იქნება არა იმდენად მათთვის, ვის წინააღმდეგაც ისინია მიმართული, არამედ თქვენთვის – ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მათ.
მორიელი
დღე ხელსაყრელია ნებისმიერი “მიწიერი” სამუშაოსთვის, რომელიც აწესრიგებს სივრცეს თქვენ ირგვლივ – ბაღში ან ბოსტანში სეზონური სამუშაოებიდან დაწყებული ბინის დასუფთავებით და პირადი ნივთების მოწესრიგებით დასრულებული.
მშვილდოსანი
არ უნდა დაემსგავსოთ ადამიანს, რომელსაც თქვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო სურს თქვენი შეურაცხყოფა: გირჩევთ, არანაირად არ უპასუხოთ, არ დაკარგოთ მასზე დრო და გააგრძელოთ თქვენი საქმე.
თხის რქა
დღეს უნდა მიატოვოთ ყველანაირი სამუშაო. უმჯობესია დრო გაატაროთ სიმშვიდეში, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ – ხვალ ეს დაგჭირდებათ.
მერწყული
აზრი არა აქვს მიჯაჭვულობას იმ ადამიანთან, რომელთან ურთიერთობაც დიდი ხანია არ განიჭებთ სიხარულს: უმჯობესია, დაემშვიდობოთ მას; სხვა ძალიან მალე გამოჩნდება.
თევზები
ენერგია, რომელიც ფაქტობრივად გაიძულებს ჩხუბს და კონფლიქტს, უნდა იყოს მიმართული მშვიდობიანი საქმიანობისკენ. მაგალითად, სახლის ან პირადი ნივთების დასალაგებლად ან თქვენი საყვარელი ჰობისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: