
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ყურადღება არ უნდა მიაქციოთ საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას, რომელიც სავარაუდოდ დღეს მოხდება – საღამომდე ის დაივიწყებს და თქვენს ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, ამიტომ გულთან ახლოს მიტანა არ მოგიწევთ.
თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და დაფიქრდით სწორ სტრატეგიაზე, შეეცადეთ, კი არ მიჰყვეთ სიტუაციას, არამედ, მოახერხოთ მისი მართვა, შეხედეთ ვითარებას სხვისი თვალით და ისე იმოქმედეთ.
კურო
დღეს, შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები. ადვილად მოიპოვებთ ყველას მხარდაჭერას. მოიგებთ პარტნიორთა გულებს და აიმაღლებთ ავტორიტეტს.
თუ დიდი ხანია გეგმავთ ბინის რემონტს, ისარგებლეთ დღევანდელი ენერგიებით: დღეს დაწყებული ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო შეიძლება შესრულდეს სწრაფად, ეფექტურად და, რაც მთავარია, ბიუჯეტურად.
ტყუპები
არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და ხელი არ ჩაიქნიოთ თქვენს ჩანაფიქრზე, მიუხედავად კონკურენტების გამძაფრებული აქტიურობისა, განაგრძეთ თქვენი გზა, გჯეროდეთ, გამარჯვება აუცილებლად მოვა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა გექნებათ – დღეს ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.
კირჩხიბი
სიზამრაცე ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმეების ნორმალურად შესრულებაში. ბიძგის გარეშე, გაგიჭირდებათ მობილიზება და დავალებების შესრულება, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო იპოვეთ, სწრაფად მოახერხებთ მწყობრში ჩადგომას.
ხელსაყრელი დროა სამომავლო პროფესიული გეგმების შედგენისთვის: შეძლებთ ზუსტად დასახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზნები და გექნებათ ყველა შანსი, რომ მიაღწიოთ წარმატებით და სწრაფად.
ლომი
თქვენი აქტიურობა და ენერგია დღეს არ არის სათანადო დონეზე, შესაძლოა, პასიურობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, მაგრამ თუ საქმეს გულს დაუდებთ და თავს ხელში აიყვანთ, საინტერესო შედეგებს მიიღებთ.
არ უნდა თქვათ უარი იმ ადამიანის დახმარებაზე, ვინც ამას დღეს მოგთხოვთ. თქვენ ეს, დიდი ალბათობით, არაფერი დაგიჯდებათ, მაგრამ შეძლებთ მის გადარჩენას.
ქალწული
თავი დაანებეთ ღრუბლებში ფრენას და მიწაზე დაეშვით, თვალი მიადევნეთ ცვალებად ვითარებას და გარშემომყოფთა რეაქციებს, თუ არ კონცენტრირდებით საქმეზე, შეცდომებს დაუშვებთ და ძალიან ინანებთ ხელიდან გაშვებულ შანსებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დღეს შეიტყობთ, დიდ დახმარებას გაგიწევთ პროფესიულ ცხოვრებაში: ის დაგეხმარებათ გაასწროთ თქვენს კონკურენტებს, რომლებიც დიდი ხანია თვალს ადევნებენ თქვენს ადგილს.
სასწორი
დაბნეულობამ, ან ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, დღის ჩვეულ რიტმს მოგწყვიტოთ, ამიტომ, გააკონტროლეთ ყველა შესრულებული დავალება, რათა დროულად შეამჩნიოთ შეცდომები და მიიღოთ ზომები მათ გამოსასწორებლად.
დიდია ალბათობა იმისა, რომ იმ ადამიანმა, ვინც დღეს თანამშრომლობას შემოგთავაზებთ, მოინდომოს თქვენი გამოყენება: არ მისცეთ მას ასეთი შანსი – ნაკლებად სავარაუდოა, რომ დადებითად იმოქმედოს თქვენს მომავალზე.
მორიელი
თამამად დანიშნეთ მოლაპარაკებები და შეხვედრები. დღეს კარგად მოაგვარებთ რთულ საკითხებს და მონახავთ კომპრომისის გზებს. შეგიძლიათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან და მეგობრებთან.
არ გამოიყენოთ სხვისი გულწრფელობა ეგოისტური მიზნებისთვის: ადამიანი, რომელიც სისუსტის მომენტში გაგიზიარებთ თავის ემოციურ გამოცდილებას, არ უნდა ინანოს – ეს თქვენი მხრიდან ცუდი საქციელი იქნება.
მშვილდოსანი
ნუ დარჩებით მხოლოდ საკუთარი ძალებისა და გამოცდილების იმედად, სასურველია, საჭირო დროს მიმართოთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით და კავშირებით, თავიდან აიცილებთ სერიოზულ შეცდომებს.
დღე, როდესაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი თვისება – კეთილშობილება. ნუ დაგეზარებათ საქმეების მოგვარება. განსაკუთრებით მათი, რომელიც ამ კვირაში უნდა დაასრულოთ.
თხის რქა
ლიდერული თვისებების გამოვლენით და შეუპოვარი მოქმედებით გაააქტიურებთ არაკეთილმოსურნეებს. თუ გონივრულად მოიქცევით, შანსი გექნებათ, თავიდან აიცილოთ მოშურნეების და კონკურენტების დაპირისპირება.
აუცილებლად მიეცეთ გარშემო მყოფებს რჩევა, რასაც გთხოვენ: თქვენი პრაქტიკულობა და საგნების ფხიზლად შეხედვის უნარი დაეხმარება მათ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სწორად მოქცევაში.
მერწყული
შესაძლოა, თქვენს გარშემო ხდებოდეს ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით, ან ყველაფერი არ იცოდეთ მიღებულ დავალებაზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე და ისე იმოქმედეთ.
ნებისმიერი პროფესიული საქმე სხვა დღისთვის გადადეთ, დღეს უმჯობესია დაუთმოთ დრო დოკუმენტების მოწესრიგებას: მათში გამეფებული ქაოსი მალე შეუძლებელს გახდის საჭირო დროს მნიშვნელოვანი სერტიფიკატის პოვნას.
თევზები
შესაძლოა, ფიქრების ტყვეობაში აღმოჩნდეთ, თავი იჩინოს აზრთა დაპირისპირებამ. იყავით მოზომილი და მშვიდობიანად გაარკვიეთ წარმოქმნილი უთანხმოებები.
ისარგებლეთ სიმართლისა და სიცრუისგან განსხვავების ნიჭით, რომლითაც ვარსკვლავებმა დღეს დაგაჯილდოეს. ამგვარად არ მოგატყუებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ თქვენი კეთილგანწყობით ისარგებლონ.