7 ნოემბრის დღის ჰოროსკოპი
ვერძი
დღევანდელი დღე უმჯობესია ისეთ საქმეებს დაუთმეთ რომლებიც თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. არის ისეთი საქმეები, რომლებიც თქვენ წესით დიდი ხნის წინ უნდა მოგეგვარებინათ, მაგრამ გარკვეული სიძნელეების გამო ვერ მოახერხეთ. დაუთმეთ ამას მთელი დღე, თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
კურო
სათანადო ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს-თქვენ მეტს იმსახურებთ. დღეს ტელეფონით ახალ ინფორმაციას გაიგებთ, გახსოვდეთ ახლა წარმატების დროა. არ აჰყვეთ ჭორებს. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და მრავალ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას.
ტყუპები
დღეს, გელით სერიოზული სამუშაო და თამამი ჩანაფიქრების ასრულება. დღეს ტყუილი არ გიშველით, ამით თქვენ უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ საკუთარ თავს. იყავით თავშეკავებულები, ამით მეტი საშუალება მოგეცემათ, ჩანაფიქრის ასრულებაში. შესაძლებელია ახალი რომანტიკული კავშირი.
კირჩხიბი
დამაჯერებლობა და მიზანდასახულობა დღეს თქვენი მთავარი კოზირი იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ოჯახურ ვახშამზე მოგიწევთ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით თავის მართლება.
ლომი
გაგეხსნებათ ახალი გზები და საშუალებები, რათა მოაგვაროთ ცხოვრებისეული პრობლემბი, ამისათვის ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ და ემოციები უკანა პლანზე გადასწიოთ. თუ თქვენს საქმიანობას კომერციული სახე აქვს, მაშინ გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ქალწული
თქვენ დღეს გაგიჭირდებათ საკუთარი ემოციების გაკონტროლება, მით უმეტეს, რომ მოვლენები საკმაოდ რთულად განვითარდება. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და დაუგეგმავი ხარჯები. საღამო შინ გაატარეთ და საფუძვლიანად დაისვენეთ.
სასწორი
პირად ცხოვრებაში პრობლემები მოიმატებს. კარიერაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერიდეთ. წარმატება გელით საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, რომანტიკულ გარემოში.
მორიელი
დღეს შეეცადეთ სამსახურს და საოჯახო საქმეებს აქტიური დასვენება შეუთავსოთ.
მშვილდოსანი
ჰარმონიული ურთიერთობების დღეა, ამიტომ დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანსა და ოჯახის წევრებს დაუთმეთ. საქმიანი შეხვედრები მომავლისთვის გადადეთ. თუ თქვენი პროფესია შემოქმედებას უკავშირდება, წარმატება გელით. შესაძლოა, წვეულებაზე გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
თხის რქა
დღეს კარგი იქნება დროის გატარება ოჯახის წევრებთან. დროს უქმედ ნუ დახარჯავთ, მაქსიმალურად გამოიყენეთ შექმნილი შესაძლებლობები, რათა ოჯახის წევრებს ასიამოვნოთ.
მერწყული
დღეს ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ. ეცადეთ დღევანდელი დღე სახლში გაატაროთ. არ მოუსმინოთ ჭორებს, რადგან შეიძლება გული გეტკინოთ. ეცადეთ დამთმობი იყოთ, ეს საქციელი წინ წაგწევთ პირად ცხოვრებაში.
თევზები
გამოიყენეთ შორეულ პერსპექტივაზე სიამოვნებით მუშაობის შესაძლებლობა. ახლა მეტი ენერგია და შეუპოვრობა გაგაჩნიათ. შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი რაიმე საზოგადოებაში, შემოქმედებით ან პროფესიულ ჯგუფში გასაწევრიანებლად. თუმცა ნებაყოფლობით და მაშინვე ბევრი მძიმე ვალდებულების აღება ახალი პარტნიორის წინაშე რეკომენდებული არ არის.