
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
კარგი განწყობის შენარჩუნებას უნდა ეცადოთ ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე კონცენტრაციით.
კურო
მჭევრმეტყველებისა და დამაჯერებლობის ნიჭი, უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კარგი მიზნებისთვის. შეძლებთ ნებისმიერი დაარწმუნოთ რამეში, ამიტომ ფრთხილად იყავით.
ტყუპი
არ უნდა აჰყვეთ ადამიანს, რომელიც პირადი ეგოისტური მიზეზების გამო დაგარწმუნებთ, გააკეთოთ ის, რასაც მოგვიანებით ინანებთ, იპოვეთ გზა უარი უთხრათ მის შეთავაზებას.
კირჩხიბი
მოერიდეთ ყოველგვარ უმადურობას, რომელიც შეიძლება დღეს გამოავლინოთ, განზრახ თუ უნებლიეთ, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც დიდი სიკეთე გაგიკეთათ.
ლომი
დასვენების დღე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაეთმოს. ბოლო დროს მათ ყურადღებას იშვიათად აქცევთ, დაშვებული შეცდომების გამოსწორების დროა.
ქალწული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ მაქსიმალური სერიოზულობით და, რაც მთავარია, აუჩქარებლად: აჩქარებით შეგიძლიათ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც მიღებულ შედეგს თავდაყირა დააყენებს.
სასწორი
დღეს შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა მოგმართოთ რჩევისთვის ან დახმარებისთვის: სანამ ვინმეს რაიმეს ურჩევთ, დაფიქრდით, დაგადანაშაულებთ თუ არა იმ შედეგებში, რაც შეიძლება მოჰყვეს თქვენს რჩევას.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის “ბზარი” მომენტალურად უნდა აღმოფხვრათ. უნდა განმუხტოთ დაძაბულობა, რომელიც წარმოიშვა ამაღლებული ტონით საუბრის შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბი გაგრძელდება.
მშვილდოსანი
ნუ ჩქარობთ სასოწარკვეთას, თუ გაიგებთ ამბებს, რომლებმაც შეიძლება გაგაბრაზოთ – დიდი ალბათობით, აზვიადებთ საფრთხეს – და ხვალ შეძლებთ მას სხვა – ოპტიმისტური კუთხით შეხედოთ.
თხის რქა
გადაუდებელი საკითხების მიუხედავად, შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის: გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ძალა შეუზღუდავი არ არის და დროდადრო მის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ.
მერწყული
პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს მარტივად და სწრაფად მოგვარდება. ნუ ჰკითხავთ საკუთარ თავს, როგორ მოხდა ეს, უბრალოდ დატკბით შედეგით.
თევზები
დღევანდელი დღე სახლში უნდა გაატაროთ: იქნება საქმეები, რომლებიც დღეს უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დიდხანს გაგრძელდება და ნერვებს დაგაწყვიტავთ.