
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა მინისტრმა, პემ ბონდიმ თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღესვე დირექტივა გამოსცა, რომელშიც იგი დეპარტამენტის პრიორიტეტებსა და ზოგად მიმართულებაზე საუბრობს
დოკუმენტში ბონდი გასცემს ბრძანებას, რომ შეწყდეს ფედერალური კანონის აღსრულების მხრივ გაწეული ძალისხმევა, რომლის მიზანიც ჩინეთის, რუსეთისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ში გავლენის მოპოვების საიდუმლო კამპანიებთან ბრძოლას გულისხმობს.
“იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან გასამკლავებლად, და რათა შეწყდეს მომავალში საპროკურორო უფლებამოსილების ბოროტად და იარაღად გამოყენება, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) სპეციალური ჯგუფი უნდა დაიშალოს” – წერია განცხადებაში
ბონდის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი ამიერიდან FARA-ს ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ “სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობების პირები სჩადიან”
ბრძანების მიხედვით, სანაცვლოდ პროკურორების ყურადღება კანონის “სამოქალაქო აღსრულებას, სარეგულაციო ინიციატივებსა და საჯარო მართვას” უნდა დაუთმონ.