
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს (video)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, კვერცხები ესროლეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესროლეს კვერცხები.
უკვე გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
17 თებერვალს, აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები.
ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.