
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ არსებული რესურსები და ჩაეტიოთ დათქმულ ვადებში, დაგვიანება მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.
დღეს საკმაო ძალა ექნებათ, მაგრამ გონივრულად უნდა დახარჯოთ, მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე. ნუ მოცდებით გართობაზე და ნუ გაფლანგავთ დროს.
კურო
რაც უნდა მოხდეს, არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და კამათში. შეეცადეთ, გაანეიტრალოთ დაძაბული ატმოსფერო და აკონტროლეთ მოვლენები, რათა თავი დაიცვათ ემოციური გადაღლილობისგან.
ქველმოქმედება დღეს უფრო მისასალმებელია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები, დაიმახსოვრეთ: თუ თქვენ არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, სხვა არ შეიწუხებს თავს.
ტყუპები
იყავით ყურადღებით და არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ პოზიციები. იყავით მზად, რათა დროული რეაგირება მოახდინოთ კონკურენტების შეტევაზე და თუ საჭირო გახდება, ბრჭყალებიც გამოაჩინეთ.
თუ გსურთ წარმატების მიღწევა პროფესიული საკითხების გადაჭრაში, ისწავლეთ “არას” თქმა მათთვის, ვისაც სურს სხვისი შრომით მიაღწიოს გამარჯვებას. ისინი ცდილობენ დაგაკისრონ სამუშაო, რომელიც თავად უნდა გააკეთონ.
კირჩხიბი
დღევანდელ თქვენს განწყობას არანაირი საქმიანობა არ შეესაბამება, ძალისხმევის შედეგადაც შესაძლოა, ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ, სჯობს, ეს დღე დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.
ნუ იჩქარებთ შორსმიმავალი დასკვნების გამოტანას სიტუაციიდან, რომელსაც აკვირდებით: თქვენდა გასაკვირად, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ყველაფერი სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით დაინახეთ.
ლომი
პროდუქტიული დღეა, იმოქმედეთ გონივრულად და მშვიდად, დროის სწორი დაგეგმვით, მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი საქმეების წინ წამოწევით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაგვარებთ ყველაფერს.
დღეს უარი უნდა თქვათ ახალი პროფესიული სიმაღლეების დაპყრობაზე და დრო დახარჯოთ დაგროვილი “კუდების” მოცილებაზე; დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
ქალწული
ყველანაირად ეცდებით და მოახერხებთ კიდეც თავი დაიძვრინოთ სერიოზული საქმეებიდან და დაარწმუნოთ სხვებიც, რომ საქმეების გადადება უფრო სასიკეთოა. ახლა სჯობს, დაისვენოთ, სამომავლოდ უფრო სარგებლიანად იმოქმედებთ.
დღეს მიღებული პროფესიონალური შეთავაზება შეიძლება ერთი შეხედვით მოკრძალებული მოგეჩვენოთ – უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ დაინახავთ სარგებელს, რომელსაც ის გპირდებათ.
სასწორი
ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდება, პირადი ინტერესების წინ წამოწევა. წარმატებას რომ მიაღწიოთ, საჭიროა იმოქმედოთ დიპლომატიურად და დელიკატურად. ახლა ინტრიგების დრო არ არის.
ეცადეთ, თქვენი დღე ისე დაგეგმოთ, რომ საკმარისი დრო გქონდეთ არა მხოლოდ პროფესიული ცხოვრებისთვის, არამედ პირადისთვისაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანებს.
მორიელი
თვალი გაუსწორეთ რეალობას და ნუ იჩქარებთ თქვენი გრანდიოზული გეგმების სწრაფად რეალიზებას. ახალი იდეები სჯობს, ნელ-ნელა, თანდათანობით განახორციელოთ.
ახლობლებთან უსიამოვნება, რომელიც ბოლო დროს გამძიმებდათ, შესაძლოა დღეს ყველაზე მოულოდნელად გადაწყდეს, მთავარია, თქვენი სურვილის მიუხედავად, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ განვითარებულ გარემოებებს.
მშვილდოსანი
შესაძლოა, მოულოდნელად წარმოქმნილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა ახალი თავსატეხი გაგიჩინოთ. მაგრამ თქვენი უნარები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველივეს და წარმატებით დაასრულოთ ყველა საქმე.
გულგრილობაში არ უნდა დაადანაშაულოთ ადამიანი, რომელიც – როგორც გეჩვენებათ – სათანადო ყურადღებას არ გაქცევთ: სავარაუდოდ, მის ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა, რომელთა მოგვარების შემდეგ ის აუცილებლად გამოჩნდება.
თხის რქა
დანაკარგების ალბათობაა, შესაძლოა, გაქრეს დოკუმენტები, ან რაიმე ნივთი, თუმცა, ასევე, შესაძლოა, დაკარგოთ ავტორიტეტი, ან რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შანსი. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.
მშვენიერი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის: პარტნიორები მზად იქნებიან კომპრომისზე, დათმობებზე წავიდნენ შეთანხმების ყველაზე საკამათო პუნქტებზეც კი – ღირს ხელსაყრელი გარემოებების გამოყენება.
მერწყული
მოულოდნელობების ალბათობაა, ელოდეთ სიურპრიზებს ყველგან, იქნება ეს ადამიანებთან შეხვედრა, ურთიერთობები, საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრათ, თუ არასასიამოვნო სიტუაცია, რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებას გამოაცოცხლებს.
არ უნდა ეცადოთ საყვარელი ადამიანის დამშვიდებას არგუმენტებით, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება: ტყუილს ვინმეს გადარჩენა არასდროს მოუტანია რაიმე კარგი, ამიტომ არ უნდა სცადოთ თქვენი ურთიერთობის რისკის ქვეშ დაყენება.
თევზები
მოთმინება და თავდაჭერილობა დღეს ძალიან საჭიროა თქვენთვის. აკონტროლეთ ყველა ის საკითხი, რომელზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ნუ შეეცდებით სხვებისთვის საკუთარი აზრის მოხვევას.
კამათში თქვენი სიმართლის დამტკიცებისას, ნუ მიმართავთ ამაღლებულ ტონს და გინებას – ამით ვერავის ვერაფერს ახსნით, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცუდი წარმოდგენა შეუქმნათ ადამიანს საკუთარ თავზე.