
როგორები არიან 20 თებერვალს დაბადებული ადიამიანები?
თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
როგორია 20 თებერვალს დაბადებული ადამიანი?
20 თებერვალს დაბადებული ადამიანები, ბუნებით უზომოდ ემოციურები და გულმოწყალეები არიან. მათ უმრავლესობას აქვს დაუძლეველი სწრაფვა იმისკენ, რომ საზოგადოებაზე მოახდინოს წარმოდგენა იქნება ეს ჩაცმის სტილი, ნიჭის დემონსტრირება თუ ერუდიციის დონე. თუმცა, მიუხედავად საკუთარი განსწავლულობისა და პროფესიონალიზმისა, ისინი მაინც ექცევიან სხვების გავლენაში რაც ხშირად ხდება ამ ხალხისთვის კომპლექსების გაჩენის მიზეზი.