
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
თუ გონებრივი მუშაობით ხართ დაკავებული, წარმატება გელოდებათ. ნებისმიერ იდეას, რომელზეც დღეს დაფიქრდებით, ყველა შანსი აქვს, რომ წარმატებით განხორციელდეს.
კურო
გაღიზიანება, რომელიც დილიდანვე გაგირთულებთ ცხოვრებას, არასოდეს არ უნდა გადაიტანოთ გარშემო მყოფებზე – ეს განსაკუთრებით ეხება საყვარელ ადამიანებს, რომლებიც არაფერში არ არიან დამნაშავენი.
ტყუპი
მიზანშეწონილი არ არის თქვენი ცხოვრებისა თუ პროფესიული გეგმების გამჟღავნება მეგობრებთან და ოჯახთან საუბარშიც კი, თუ, რა თქმა უნდა, არ გინდათ საკუთარი მომავლის გაფუჭება.
კირჩხიბი
დღეს თქვენთვის საუკეთესო დასვენება სახლის დალაგებაა: ეს აქტივობა ყოველთვის გამშვიდებთ და არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი, ასე რომ თქვენ არა მხოლოდ გააუმჯობესებთ სახლს, არამედ გაერთობით.
ლომი
მიმდინარე დღის ერთ-ერთმა მოვლენამ შესაძლოა გიბიძგოთ გადააფასოთ მთელი თქვენი წინა ცხოვრება, ნუ შეგეშინდებათ ამის: წარსული ქმედებების ანალიზი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები მომავალში.
ქალწული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ, თქვენთვის სპონტანური არ იქნება – თქვენ უკვე მოიფიქრეთ ყველაფერი და გადაწყვიტეთ პასუხი, ამიტომ ახლა თქვენგან მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო: მისი გასაჯაროება.
სასწორი
დღეს გექნებათ საშუალება, გარედან შეხედოთ საკუთარ თავს: გარშემო მყოფების ქცევა დაგაფიქრებთ, რას აკეთებთ არასწორად და ამავდროულად გეტყვით, როგორ გამოასწოროთ შეცდომები.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ იმ რეალობას, რომელიც დღეს გექნებათ: დღეს დაინახავთ იმ ადამიანის ნამდვილ დამოკიდებულებას თქვენ მიმართ, რომელსაც მეგობრად თვლით.
მშვილდოსანი
არ უნდა გაუკეთოთ კომენტარები სხვებს ან მისცეთ რჩევა, რომელიც არ გთხოვეს: დიდია ალბათობა იმისა, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს კრიტიკაზე არაადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
თხის რქა
აგრესია შეიძლება მიიღოთ ნებისმიერ – ყველაზე მოულოდნელ ადგილას, მათ შორის სამსახურში და ოჯახში: მთავარია არ მოახდინოთ რეაგირება არამეგობრულ თავდასხმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კონფლიქტის ვერ გაექცევით.
მერწყული
უხეშობას უხეშობას არ უნდა უპასუხო, აგრესიას კი აგრესიით, ასეთი შეხლა-შემოხლის შედეგი შეიძლება იყოს უსიამოვნოდ არაპროგნოზირებადი.
თევზები
შეგიძლიათ მარტივად მოიცილოთ სევდიანი აზრები ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით ან მოაწესრიგოთ თქვენი სახლი და გადაყაროთ ყველა არასაჭირო ნივთი, რაც უსიამოვნო მოგონებებთანაა დაკავშირებული.
ასევე დაგაინტერესებთ: