
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება – მათზე მუშაობის გარემოებები იქნება საუკეთესო, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად – და პრაქტიკულად სტრესის გარეშე – მიაღწიოთ სასურველ მიზანს.
კურო
გუნება-განწყობის ცვალებადობა საქანელას დაემსგავსება, ნუ მიიტანთ ნურაფერს გულთან – ხვალ კოსმოსური ენერგიები წონასწორობაში მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.
ტყუპი
ხელსაყრელი დღეა უფროსთან სასაუბროდ თქვენთვის საინტერესო თემაზე – მაგალითად, ხელფასის გაზრდაზე: მოთხოვნა დიდი ალბათობით დაკმაყოფილდება.
კირჩხიბი
დაღლილობის პირველივე სიმპტომების დროს შეცვალეთ თქვენი აქტივობა, ამგვარად შეძლებთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია საკუთარი თავის დადანაშაულების გარეშე.
ლომი
მიზანშეწონილი კეთილი საქმის კეთება. დროთა განმავლობაში ისინი არა მხოლოდ ასჯერ სიკეთით დაგიბრუნდებათ, არამედ საგრძნობლად აგამაღლებენ საკუთარ თვალში, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ქალწული
დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ კეთილზე ფიქრი, რაც აუცილებლად ახდება უახლოეს მომავალში. პოზიტიური აზროვნების ძალა და მნიშვნელობა ჯერ არ გაუქმებულა.
სასწორი
შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დღეს გაგიადვილდებათ და, რაც მთავარია, სწორი აღმოჩნდება, მოგვიანებით არ მოგიწევთ სინანული.
მორიელი
დღეს გაგიჩნდებათ იდეები, თუ როგორ მოაგვაროთ პროფესიული პრობლემა და თქვენ შეძლებთ მათ პრაქტიკულად და დაუყოვნებლივ განხორციელებას.
მშვილდოსანი
არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან ფინანსური მდგომარეობის გაძლიერების შანსი, დამატებითი ფულის შოვნის შეთავაზება უკიდურესად მომგებიანი იქნება.
თხის რქა
არ გაფლანგოთ ენერგია ტყუილად, ჰობი, რომლითაც დღეს დაკავდებით, მომავალში საინტერესო და სასარგებლო საქმიანობად გადაიქცევა.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების ნაკლებობამ – საბედნიეროდ დროებითმა – შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი.
თევზები
საჯარო ადგილას ყოფნისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, შეიძლება დაკარგოთ პირადი ნივთები, მათ შორის ძალიან ღირებული ქონება.