
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დაწყვილებული, ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმრის მინიშნებებს, რომელიც ამაღამ ნახეთ – მასში შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი ბედი.
კურო
დროა მშვიდობა დაამყაროთ იმ ადამიანთან, რომელთანაც გაბუტული ხართ, მთავარია აღიაროთ თქვენი დანაშაული, რამაც ყველაფერი გააფუჭა თქვენს ურთიერთობაში.
ტყუპი
დღეს ბევრი საქმე გექნებათ შესასრულებელი, ამიტომ ყველაფრის მისაღწევად, წინასწარ უნდა შეადგინოთ დეტალური გეგმა და შეეცადოთ მასში არსებული ყველა პუნქტი დაიცვათ.
კირჩხიბი
ნუ დააყოვნებთ დახმარების თხოვნას იმ ადამიანისთვის, ვისაც თქვენი შველა შეუძლია, მაშინაც კი, თუ მას კარგად არ იცნობთ, ის სიამოვნებით დაგეხმარებათ, თუ ამის ნებას მისცემთ.
ლომი
დღე ხელსაყრელია მეგობრებთან კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი დიდი ხანია არ გინახავთ – შეხვედრა არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება: ორივე მხარეს – თქვენც და მათაც – გაქვთ სათქმელი ერთმანეთისთვის.
ქალწული
არ არის საჭირო ინერვიულოთ, რადგან თქვენი პროფესიული საქმიანობა ამ ეტაპზე ნორმალურია, სავსებით საკმარისია თქვენი წარსული შეცდომების ანალიზი და მათ გამოსასწორებლად გეგმის შედგენა.
სასწორი
როგორც ჩანს, თქვენი პროფესიული ზრდა შენელდა, რადგან გეშინიათ გარისკოთ: რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი, მაგრამ ასევე არ უნდა გაუშვათ ხელიდან იღბლიანი შანსები.
მორიელი
თუ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ნუ ჩქარობთ გარშემო მყოფთა დადანაშაულებას, განსაკუთრებით ახლობლების: აღიარეთ, რომ შეცდომა თავად დაუშვით. ამგვარად შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად გამოასწოროთ ყველაფერი.
მშვილდოსანი
ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად მიღწევას: დაისახეთ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროფესიული მიზანი, გადადით მისკენ ეტაპობრივად და აუჩქარებლად, რადგან ეს არის თქვენი დღევანდელი წარმატების საიდუმლო.
თხის რქა
თუ გრძნობთ, რომ თქვენს სამუშაოს არ მოაქვს ის შედეგი, რასაც ელოდებით, სცადეთ შეცვალოთ თქვენი ტაქტიკა, ჯიუტად ნუ ურტყამთ თავს კედელს, თუ გვერდით კარი ღიაა.
მერწყული
ნებისმიერი ცვლილება დღეს მომგებიანი იქნება თქვენთვის, ამიტომ თუ პროფესიული მიღწევები დღის წესრიგში არ არის, ავეჯი მაინც გადააადგილეთ ბინაში.
თევზები
სასიამოვნო მოვლენები თქვენს პირად ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება დღეს მოხდეს, იმდენად გრანდიოზული იქნება, რომ თავადაც ვერ დაიჯერებთ საკუთარ ბედნიერებას.