არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების ან სისხლისღვრის შემთხვევაში, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ – რიკარდ იოზვიაკი
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირში არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდება, ან სისხლისღვრა მოხდება.
„არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს), რათა არჩევნების გაყალბების ან სისხლისღვრის შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ“, – წერს იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.