We must explain to you how all seds this mistakens idea off denouncing pleasures and praising pain was born and I will give you a completed accounts off the system and expound
Slate’s Washington, 1707 L St. NW, Washington, D.C., 20036.
ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო სამიტი – „ტურისტერი“ მიმდინარეობს, რომელსაც 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა ქართული ტურიზმის მედეგობაა. ღონისძიებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები სექტორში არსებულ გამოწვევებს, ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.
ღონისძიებაში ოცზე მეტი სპიკერი მონაწილეობს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კომპანიებიდან, მათ შორის არიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმების, Booking.com-ის, AirDNA-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის უკეთეს მომავალს უწყობს ხელს,“ – აღნიშნა „ბეტა ჰოლდინგის“ მენეჯერმა, გენო ირემაძემ.
„ტურისტერის“ გენერალური სპონსორი და ტექნიკური მხარდამჭერია “ბეტა ჰოლდინგი”.
გენო ირემაძის თქმით, „ბეტა ჰოლდინგი“ არა მხოლოდ ტურიზმის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, არამედ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებაში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და სოციალურ ინიციატივებში.
„ბეტა ჰოლდინგი“ – 17-წლიანი გამოცდილება და მრავალმხრივი მომსახურება
„ბეტა პრინტი“ 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე და დღეს უკვე წარმოდგენილია, როგორც ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კომპანიას აერთიანებს: „ბეტა პრინტს“, „ბეტა ივენთს“, „ბეტა გლასს“ და „ბეტა მატერიალსს“.
“ბეტა ჰოლდინგი” მომხმარებლებს სთავაზობს სარეკლამო და პოლიგრაფიულ მომსახურებას, ღონისძიებების ორგანიზებას, LED ეკრანების მომსახურებას, სამშენებლო და სარეკლამო მასალებს, მინის წარმოებასა და მის პროდუქციას.