ფოთში, ხმის მისაცემად მისული ამომრჩეველი გარდაიცვალა
ფოთში,# 15 საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის,თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
უბნის თავმჯდომარის,, განცხადებით, რეგისტრატორი უეცრად შეუძლოდ გახდა, მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
“რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ აქ რა მოხდა, არ ვიცი. გახდა ცუდად, გაეთიშა გონება, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ჩავუტარეთ ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟიც. პულსი მხოლოდ მაშინ ესინჯებოდა, როდესაც გულის მასაჟს ვუკეთებდით. როგორც გაირკვა, სასწრაფოში უკვე გარდაცვლილი იყო”, – ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი მარინა ღლონტი