პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ტელეარხმა „ალტ-ინფომ“ მაუწყებლობა შეწყვიტა
„იქედან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, – თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.
მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.
„თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით – პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს და თანმებრძოლებს მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს რეირგანიზცია და მაუწყებლობსი შეცვლა.
მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძლებეთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, – თქვა მან.
„ალტ-ინფო“ არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების მიერ დაფუძნებული არხი, რომელიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.
მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა ქუჩაში მოქალაქეებს გამოსვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.