
როგორია 21 თებერვალს დაბადებული ადამიანი?
თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
როგორია 21 თებერვალს დაბადებული ადამიანი?
21 თებერვალს დაბადებული ადამიანები კარგი ინტუიციური შესაძლებლობებითა და თანაგრძნობის დიდი უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას მარტივად ესმის სხვისი ტკივილი ან გასაჭირი. გარდა ამისა, ამ ხალხს შეუძლია მაქსიმალური თავგანწირვა, როცა საქმე მათთვის მნიშვნელოვან საქმეს ან იდეალებს ეხება. თუმცა, თვისება ზოგჯერ, ზედმეტად დაკავდნენ კარიერული წინსვლის საკითხებით, უფუჭებს ასეთ ადამიანს უახლოეს წრესთან ურთიერთობას.