
ბათუმობა 2025 – ღონისძიების სრული ინფრასტრუქტურული და დეკორატიული მოწყობა ბეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ, ბეტა ივენთმა უზრუნველყო
დასრულდა ზღვისპირა ქალაქის მთავარი დღესასწაული — „ბათუმობა 2025“. ორდღიანი ღონისძიება მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითა და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული იყო. „ბათუმობა 2025“ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩა, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

ღონისძიებაზე ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. მათ შორის იყო Art Ni&Le Print-ის დამფუძნებელი ლია გორგაძე, რომელმაც აღნიშნა:
„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობას. ყველაფერი 2018 წელს დაიწყო — ჩემი მეგობრის დახმარებით დავიწყე ის საქმე, რომელიც დღეს ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის კიდეც. უკვე დამოუკიდებლად ვსაქმიანობ, ამ გზაზე დიდი შრომა და არაერთი უძილო ღამე მაქვს გავლილი.
ჩემი კომპანიის სახელია Art Ni&Le Print, რომელიც ჩემს ქალიშვილების — ნინასა და ლილეს — სახელების ინიციალებით დავარქვი. პირველმა გამოფენამ დიდი მოწონება და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლები. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა აქსესუარებზე, რომლებიც საქართველოს თემატიკას ეძღვნება.“

ღონისძიების სრული ინფრასტრუქტურული და დეკორატიული მოწყობა უზრუნველყო კომპანია „ბეტა ივენთმა“, რომელიც „ბეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა. სწორედ ბეტა ივენთის ორგანიზებით მოეწყო დეკორაციები, თემატური ზონები და საკონცერტო სივრცეები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. პირველი დღის პროგრამა დასრულდა კახაბერისა და ხანუმების კონცერტით. მეორე დღეს გაიმართა საპატიო ბათუმელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ხოლო დასასრულს — გრანდიოზული გალა-კონცერტი.

ბეტა ივენთის მენეჯერმა, გენო ირემაძემ, აღნიშნა:
„ბათუმობა 2025-ის სრულ ორგანიზებას ბეტა ივენთი უზრუნველყოფდა. რაც ორი დღის განმავლობაში იხილეთ, არის ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის შედეგი. მთელი ინფრასტრუქტურა და დეკორაციები ჩვენი ხელით შეიქმნა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა.“
მისივე თქმით, ბეტა ივენთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაში:
„ჩვენი სურვილია, რომ ბათუმობა 2025 ყველას მეხსიერებაში დარჩეს როგორც დაუვიწყარი დღესასწაული. დიდ მადლობას ვუხდით ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს.“
